იურისტი

აქტიური

საფინანსო ორგანიზაცია შპს „სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი“ აცხადებს ვაკანსიას ,,იურიდიული განყოფილების უფროსის“ თანამდებობაზე.

 

სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და ყველა უქმე დღე.

ლოკაცია: ბათუმი

ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი;

 

ჩვენი შემოთავაზებაა:

  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

 

ჩვენი ბენეფიტი:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სასურველია 5 წლიანი გამოცდილება საფინანსო სექტორში (პრობლემური სესხების მიმართულებით);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელობა;
  • იურიდიული საკითხების, ზედამხედველობა და მონიტორინგი;
  • იურიდიული კომიტეტის სხდომების წარმართვა.

 

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

  • თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დაკვირვებული და პასუხისმგებლიანი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,იურიდიული განყოფილების უფროსი".

 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება საკრედიტო საქმიანობის სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!